პარლამენტის თავმჯდომარე ცენტრალურ აზიაში
სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და ერთობლივი რეგიონული პროექტები - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთში იმყოფება. შალვა პაპუაშვილმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართა და აღნიშნული საკითხები დღეს თურქმენეთის პრეზიდენტთან განიხილა. მოგვიანებით კი საქართველოს პირველი კანონმდებელი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება. ცენტრალური აზიის რეგიონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ხვალ ყაზახეთს ეწვევა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
