რადიკალების დადასტურებული სპეკულაცია
რადიკალებს ტყუილზე აგებული მორიგი კამპანია და ქართული სპეცსამსახურების დისკრედიტაციის მცდელობა ჩაუვარდათ. კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ უსაფრთხოების სამსახური პასუხობს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ფაქტი, ანუ ის, რასაც ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, არც კი დადასტურებულა. ამის შესახებ ვაშინგტონში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
