აშშ-ის პოზიცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ვადები ომის დასრულებაზეა დამოკიდებული. უწყების პრესსპიკერის თქმით, გასულ კვირას, NATO-ს საიუბილეო მინისტერიალზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამ საკითხზე დისკუსიები შედგა, თუმცა ალიანსს პოზიცია არ შეუცვლია. მეთიუ მილერის განმარტებით, მათ არაერთხელ და მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ში კიევის გაწევრიანების პროცესი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაიწყება.
