ზელენსკი: კონგრესის დახმარების გარეშე უკრაინა ომს წააგებს
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი დახმარების პაკეტს არ დაამტკიცებს, უკრაინა ომს წააგებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ რუსეთის მხრიდან საფრთხე შეექმნებათ სხვა ქვეყნებსაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს, კონგრესში უკვე თითქმის 6 თვეა დავის საგანია. წარმომადგენელთა პალატის სპიკერს დოკუმენტი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გაუტანია.
