ისტორიული თარიღი
9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს გორშიც. 9 აპრილის სახელობის სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს გურიაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრიილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ხალხმრავლობაა 9 აპრილის მემორიალთან ზუგდიდში, სადაც Საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში. 35 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს თელავშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს.
