9 აპრილი - აშშ-ის საელჩოს განცხადება
1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ამერიკის საელჩო ეხმიანება. „9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდნენ. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო. ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია“,- წერია საელჩოს განცხადებაში.
