სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა და აცხადებს, რომ მათ თავად ეჭვქვეშ დააყენეს ჟურნალისტური გამოძიების შედეგების ნამდვილობა, როგორც საქართველოში, ასევე სიუჟეტში ნახსენებ სხვა ქვეყანაში.
