საკონსტიტუციო ცვლილებები
საყოველთაო-სახალხო კომისია კონსტიტუციური კანონპროექტების განსახილველად ემზადება. ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას გადაამოწმებს. ცვლილებები კონსტიტუციის 30-ე მუხლს ეხება, რომელიც ქორწინების დეფინიციას, ასევე დედათა და ბავშვთა უფლებებს მოიცავს. მომზადდა 8 პუნქტისგან შემდგარი კონსტიტუციური კანონი. ოპოზიციის უმრავლესობა საყოველთაო სახალხო განხილვაში ჩართვას არ გეგმავს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე ვერ მოისმინეს ოპონენტების პოზიცია ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.