ბრძოლა შავი ფულისთვის
სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ მესამე სექტორის ნაწილს გამჭვირვალობის ეშინია და ეს არის მთავარი, რის გამოც კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. ოპოზიციას მესამე სექტორის ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს და მათთვის კანონის მიღების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. მათ მსგავსად, კანონპროექტს რუსულს უწოდებს პრეზიდენტიც.