გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირში - შეფასებები
მმართველი გუნდის წევრები სვამენ შეკითხვას, რატომ არის პრობლემა საქართველოსთვის იმ კანონის მიღება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები უკვე მუშაობენ. უცვლელია მათი ოპონენტების პოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი კანონის მიღება ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ამ განცხადებებს კი უარგუმენტოს და აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი.
