საქართველოს მორიგი გამარჯვება სტრასბურგში
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - მორიგი დავა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს არღვევს. სტრასბურგმა რუსეთი დამნაშავედ ცნო სიცოცხლის უფლების დარღვევაში, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მუხლის დარღვევაში, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებისა და საკუთრების დაცვის უფლების დარღვევაში, ასევე განათლების უფლების შეზღუდვაში. ფაქტს ისტორიულ გამარჯვებას უწოდებს იუსტიციის მინისტრი.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
