გიორგი ბუთხუზმა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს უმასპინძლა. ელჩმა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მხარდაჭერით, ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა.
