მონეტარული ოქრო სავალუტო რეზერვებში
პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს, მონეტარულ ოქროში განათავსებს. გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს. ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს, ასევე ოქრო პორტფელის დივერსიფიცირების კარგი საშუალებაა.
