თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება
რამდენიმე წელიწადში თბილისს ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება, რომელიც აეროპორტი ვაზიანში აშენდება. პრემიერ მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პროექტირება და ტენდერის პროცედურები მომავალ წელს დასრულდება.
