ჰოლანდიელი ბიზნესმენი ხაზარაძე-ჯაფარიძეს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს
ინვესტორის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურას მიმართონ მათ შორის, შესაძლო თაღლითობის ფაქტებზე. საქმე ეხება 2014 წელს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მიერ დაარსებულ კომპანიას „იმერეთი გრინერი“, რომლის ბიზნეს პროექტისთვის „თიბისი კაპიტალმა“ 2017 წელს, ორი მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოსცა, ხოლო ჰოლანდიელმა ინვესტორმა ფასიან ქაღალდებში ოთხასი ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
