თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ხელბურთელის, იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ხელბურთელის, იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება. ტურნირის გამარჯვებული გახდა ბათუმის გუნდი- “შავი ზღვის ბიჭები". ფინალურ შეხვედრაში ბათუმელებმა “სამტრედია” 29-24 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ,ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვეს.
