ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყება მუშაობა დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე
ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყება მუშაობა დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით. საუბარია დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველყონ საფეხბურთო მატჩებზე.
