ახალგაზრდული მსოფლიო თასი გუდაურში
გუდაურში სნოუბორდის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა. კურორტზე პლანეტის პირველობის ბოლო საშეჯიბრო დღე გუნდურ ტურნირში ჩატარდა. გამარჯვებული საფრანგეთის პირველი გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილზეც საფრანგეთი გავიდა. ეს მეხუთე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე სეზონზე უმასპინძლა. ამ ტურნირით საქართველოში ზამთრის სეზონი დაიხურა, მომავალი წლის თებერვალში კი ყველაზე მნიშვნელოვანი, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი გველოდება
