ხარება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. დიდი მარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. სიონის ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან ერთად დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა
