ჯანდაცვის მინისტრი ერგნეთის ამბულატორიაში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა. უწყების ხელმძღვანელი, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა. ერგნეთის ამბულატორია, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს
