ვინ დგას გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიის უკან
ფაქტ FactCheck-ი, „მეტას“ აწვდის ცრუ ინფორმაციას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამას FactCheck-ში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, რადიკალების წარმომადგენლებს ლობირებს ნიკოლოზ ბოლქვაძე, რომელიც „მეტას“ სათავო ოფისში მუშაობს. ბოლქვაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერად. ბოლქვაძე მსჯავრდებული სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია დღემდე. ცნობისთვის, FactCheck-ის პროექტს ახორციელებს, ერთ-ერთი მდიდარი არა სამთავრობო ორგანიზაცია „გრასი”. „გრასის” წევრები არიან ადამიანები, რომლებიც თავს დამოუკიდებელ ექსპერტებად ასაღებენ, რეალურად, კი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები და იდეოლოგები არიან. მათი ნაწილი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელიცაა. არსებული ინფორმაციით, სიცრუის და დეზინფორმაციული კამპანიის უკან დგას სერგი კაპანაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინა ბურჯალიანი, შოთა უტიაშვილი, ელენე ხოშტარია, თამარ კინწურაშვილი. ამბავი, რომლის დაბლოკვასაც რადიკალები ცდილობენ ეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას, უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნონ
