3 ათასი ყოფილი „ვაგნერელი“ კადიროვის „ახმატში“
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცნობით, მის ქვედანაყოფ „ახმატში” სამი ათასი ყოფილი „ვაგნერელი,” მათ შორის, კერძო სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი „რატიბორი” გაწევრიანდება. „რატიბორი“ დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, მას შემდეგ, რაც საარტილერიო დაბომბვისას დაიჭრა. ახლა კი ის ფეხზე დადგა და მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში, უკვე „ახმატის“ რიგებში. წერს კადიროვი
