„ტელეგრაფი“ - რუსეთი არალეგარულ ქიმიურ იარაღს იყენებს
რუსეთი უკრაინულ პოზიციებზე იერიშებისას სისტემატურად იყენებს არალეგალურ ქიმიურ იარაღს. ინფორმაციას ბრიტანული “ტელეგრაფი” ავრცელებს. როგორც გამოცემასთან საუბრისას უკრაინელი ჯარისკაცები ჰყვებიან, მათ პოზიციებს რუსეთი თითქმის ყოველ დღიურად ესხმის მცირე ზომის დრონებით თავს, საიდანაც ძირითადად ცრემლსადენ გაზს და სხვა ტიპის ქიმიურ საბრძოლო მასალებს უშვებენ. ერთ-ერთი ცრემლსადენი გაზის ყუმბარა „ტელეგრაფს” ამერიკელმა სამხედრო ექიმმა რებეკა მაკიოროვსკიმ გადასცა, რომელიც ამჟამად უკრაინის ჯარში მსახურობს
