ქართველი კარატისტების წარმატება
საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების 4 წევრი საფრანგეთის ქალაქ ლილში მიმდინარე ღია ჩემპიონატზე გამოვიდა. ჩემპიონატში 8 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მინდია მგელაძემ პირველი ადგილი მოიპოვა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში დათა ფუტკარაძე მეორე პოზიციას დასჯერდა, ხოლო აბსოლუტურ წონაში ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მებრძოლი დავით მსხალაძე გახდა
