დაზიანებული კაშხალი რუსეთში
რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხალი კიდევ ერთხელ გაირღვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ორსკის მერმა განუცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას დროული ევაკუაციისკენ მოუწოდა. რუსული მედიის ცნობით, ეს უკვე კაშხლიდან წყლის მესამე გაჟონვაა. პირველად კაშხალი ორსკის ძველი ქალაქის რაიონში გაირღვა, მეორედ კი ნიკელის დასახლებაში. დატბორილი რაიონებიდან უკვე განხორციელდა ორი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია
