მობილიზაციის კანონპროექტი უკრაინაში
უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობაზეც ისაუბრა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, კენჭისყრა უმაღლეს რადაში უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. მისი თქმით, უმაღლესი რადის დეპუტატები, რომლებსაც არ სურთ კანონ პროექტის კენჭისყრაზე გატანა, უპასუხისმგებლობას იჩენენ, რადგანაც კანონის მიღების გაჭიანურება ამყარებს რუსეთის ნარატივს, რომ უკრაინელები საკუთარი ქვეყნის დასაცავად მზად არ არიან
