დეზინფორმაციაზე მმართველი გუნდის პასუხი
სოციალურ ქსელებში ხელისუფლების პოსტების დაბლოკვის შემდეგ, მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ეს კამპანია დღეს კიდევ ერთხელ განაახლეს და თავიდან ატვირთეს ქარდები, სადაც განმარტებულია, თუ რა დეზინფორმაციას შეიცავს ოპოზიციის მიერ გავრცელებული საინფორმაციო ბუკლეტები. მათი თქმით, დაბლოკვის და ცენზურის ეს მცდელობები, სწორედაც რომ არაევროპული სტანდარტია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი თანამოაზრეებისთვის მსგავსი მეთოდები ნაცნობიც და წარსული პრაქტიკიდან, სრულიად მისაღებიც კია. „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაბლოკვის მცდელობის მიუხედავად, რეალობის მოსახლეობამდე მიტანას მაინც შეეცდებიან
