ბრძოლა შავი ფულისთვის
ბრძოლამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ სოციალურ პლატფორმაზეც გადაინაცვლა და ამის ერთ-ერთი ასპარეზი ფეისბუქი აღმოჩნდა. ქართულმა ოცნებამ საინფორმაციო ბანერები გაავრცელა იმის ასახსნელად, თუ რამდენად დეზინფორმაციული და სიცრუის შემცველია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პოსტერები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე. სწორედ ეს ინფორმაცია დაიბლოკა ფეისბუქის რამდენიმე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე. ისიც ცნობილია, რომ ეს კამპანია უკავშირდება რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო „ფაქტ ჩექში“. „ფაქტ ჩექში“ ადასტურებენ, რომ „მეტასთან“ თანამშრომლობენ და სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიიღო „მეტამ“ ეს გადაწყვეტილება. ამ კამპანიას საქართველოში რამდენიმე ონლაინ გამოცემაც შეუერთდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე წერია, რომ თითქოსდა კანონი ეხება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ემიგრანტებს, ბავშვებს, შშმ პირებს, პატიმრებს და უფლებადამცველებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს. საუბარია ორგანიზაციებზე, რომელთაც აქვთ 20 პროცენტზე მეტი უცხოური დაფინანსება. კანონ პროექტის მიხედვით, მათ დაევალებათ დეკლარაციის წარდგენა წელიწადში ერთხელ. ამის საპასუხოდ თბილისის ქუჩებში ახალი კამპანია გამოჩნდა. დედაქალაქის არაერთ ქუჩაზე ახალი პლაკატებია, სადაც დატანილია იმ ენჯეოების ხელმძღვანელთა სახეები, რომლებიც „გამჭვირვალობის“ კანონს ეწინააღმდეგებიან
