სპორტის მსოფლიო დღე
წელს საქართველოში სპორტის მსოფლიოს დღე მეათედ აღინიშნა. კიკვიძის პარკში მოწყობილ სპორტულ სოფელში, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ჩატარდა მინი ტურნირები სპორტის 20-მდე სახეობაში. გასართობ-სპორტული აქტივობებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საპატიო სტუმრის სტატუსით სპორტის დღეზე იმყოფებოდა მსოფლიოსა და ევროპის მრავალ გზის ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი.