ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში
გუდაურში სნოუბორდის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა. ფინალურ ეტაპზე 48 სპორტსმენი გამოდიოდა, მათ შორის 16 გოგო და 32 ვაჟი. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. პირველი ადგილი გოგონებს შორის ფრანგმა ლეა კასტამ დაიკავა, ხოლო ვაჟებს შორის ჩემპიონი გერმანელი ლეონ ულბრიხტი გახდა. ჩვენი ქვეყანა 21 წლამდე პლანეტის პირველობას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. საქართველოში 18 ქვეყნის 80 სპორტსმენი იმყოფება. ხვალ ტურნირი გუნდურ შეჯიბრში გაიმართება და ამით ზამთრის სეზონი დაიხურება
