სამეწარმეო განათლების ფესტივალი
სამეწარმეო განათლების ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში მიმდინარეობს. გამოფენაზე საქართველოს მასშტაბით 30 სკოლა იღებს მონაწილეობას. მოსწავლეებს წარმოდგენილი აქვთ სასწავლო პროცესის განმავლობაში შექმნილი ინოვაციური და კრეატიული პროექტები.