ქართული ტრადიციული სუფრა და მისი ადათები
მსოფლიო ფაქტების წიგნში, რომელსაც შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური ადგენს, საქართველო ქართული სუფრით და ტრადიციებით მოხვდა. უწყების მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, ქართული ტრადიციული სუფრა და მისი ადათებია აღწერილი და ნათქვამია, რომ სუფრას, მრავალფეროვანი კერძებითა და ღვინით, თამადა უძღვება. მიმოხილვა ტურისტებისთვისაა განკუთვნილი.