ორსკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევით გამოწვეულმა სტიქიამ 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 2 ცხედარი ქუჩაში, 1 კი სახლში იპოვეს. კაშხლის გარღვევის შედეგად ორსკში 2 400-ზე მეტი სახლი დაიტბორა. 700- ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია. სამაშველო სამუშოების ამ დრომდე გრძელდება. ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
