როსტოვის ოლქში მილსადენი აფეთქდა
როსტოვის ოლქში მილსადენი აფეთქდა. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს და იუწყება, რომ აფეთქება 6 აპრილის ღამეს, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვთან ახლოს მოხდა. უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ობიექტს რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. აფეთების მიზეზი არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით ინციდენტის შედეგად ნავთობის რუსულ ტანკერებში ჩატვირთვა შეჩერებულია.