კემერონმა უკრაინაში ბრიტანული ჯარების განლაგება გამორიცხა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა, უკრაინაში ბრიტანული ჯარების განლაგება გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა „თაიმსი“ ავრცელებს. სტატიის მიხედვით, კემერონმა უარყო პრეზიდენტ მაკრონის წინადადება, უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებაზე. ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ, დევიდ კემერონს, ბრიუსელში, ნატოს სამიტზე კითხვა დაუსვეს. „არა, ჩვენ არ გვინდა პუტინს ასეთი სამიზნე მივცეთ“,- განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
