სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ცნობით, ვითარება ფრონტის ხაზზე მძიმეა. ტელეგრამ არხით გავრცელებულ ცნობაში მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ რუსული ძალები საჰაერო სარაკეტო და საარტილერიო უპირატესობით სარგებლობენ და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრისკენ მიიწევენ. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებები არც ღამის და არც დღის განმავლობაში არ წყდება. კიევი დასავლეთს რუსული აგრესიის მოგერიებისთვის იარაღს სთხოვს.
