„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას ხელი გუშინ მოაწერა. მინისტრების შეხვედრას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
