ქართული მართვის მოწმობას ესპანეთი აღიარებს
„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა. ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ თემაზე განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში.
