ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა
გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 12 აპრილს, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები.
