დაბლოკილი საინფორმაციო ბანერები
რადიკალები საინფორმაციო საშუალების ჩახშობას ცდილობენ. Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედია საშუალებების ოფიციალურ გვერდებზე, დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რადიკალებმა მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს. როგორც ცნობილია, ფეისბუქზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არა სამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტ ჩექში. ფაქტ ჩექში ადასტურებენ, რომ Meta-სთან თანამშრომლობენ და სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიიღო Meta-მ ეს გადაწყვეტილება.
