ბრძოლა შავი ფულისთვის
მმართველი გუნდის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ და ენჯეო სექტორის ბრძოლა შავი ფულისათვის, მარცხით დამთავრდება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია. მათი თქმით, დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, რადიკალები, ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას.
