ოთარ კაკაბაძის გოლი
პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ოთარ კაკაბაძემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ქართველი მცველის კრაკოვია შინ ლოძს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. კაკაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. 77-ე წუთზე ოთარმა მეტოქეს ბურთი წაართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გოლი გაიტანა. კრაკოვია 29 ქულით მე-12 ადგილზეა.
