სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი
საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებით, კულტურის და სპორტის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორის სპორტის სასახლეში სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი „ოფენ გორი 2024“ მიმდინარეობს. დღეს ტურნირზე საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენელი 200-ზე მეტი სპორტსმენი, 14-დან 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამოდის, ხვალ კი ასპარეზობაში 6-დან 10 წლამდე ასაკის, 250 სპორტსმენი ჩაერთვება. საერთაშორისო ტურნირების სერია, საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებით წელიწადში ხუთჯერ, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში ტარდება.
