ირანში ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრები დააკავეს
ირანში ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრები დააკავეს. ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტოები ირანული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ. მედიის ცნობით, ირანის პოლიციამ ე.წ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი უფროსი მებრძოლი, მოჰამად ზაკერი და დაჯგუფების 2 წევრი თეირანის დასავლეთით მდებარე ქალაქ კარაჯში დააკავა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულები მომავალ კვირას, რამადანის დასრულების აღსანიშნავად გასამართ ღონისძიებებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.
