სარაკეტო დარტყმა ირანის საკონსულოზე
სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში, დამასკოში, ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა რის შედეგადაც 13 ადამიანი მათ შორის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 7 წევრი და 2 გენერალი დაიღუპა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.
