უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში მიწვევას. უკრაინის ვიცე-პრემიერი, „ნიუ იორკ ტაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ვაშინგტონის სამიტზე, ნატოს წევრი ლიდერები, უკრაინის ალიანსში მიწვევას არ გეგმავენ. გამოცემის ინფორმაციით, სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, გერმანია და შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებიან.
