საჰაერო განგაში კიევში
კიევში ამ დრომდე საჰაერო განგაშია. რუსულმა არმიამ გამთენიისას უკრაინის უმეტეს რეგიონებზე საჰაერო იერიშები გააძლიერა. შეიარაღებული ძლების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 დრონიდან 28-ის განადგურება შეძლეს. დაიბომბა ხარკოვი. გარდაიცვალა 6 და დაშავდა 11 ადამიანი. ოკუპანტების სამიზნეში მოექცა ზაპოროჟიეს ოლქიც.
