დაბლოკილი საინფორმაციო ბანერები
რადიკალების ხელწერა უცვლელია. ისევ ცდილობენ საინფორმაციო საშუალების ჩახშობას. Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედია საშუალებების ოფიციალურ გვერდებზე, დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რადიკალებმა მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს. როგორც ცნობილია, Facebook-ზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტ ჩექში. ფაქტ ჩექში ადასტურებენ, რომ Meta-სთან თანამშრომლობენ და სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიიღო Meta-მ გადაწყვეტილება.