მიწისძვრა ნიუ-იორკში
ნიუ-ორკში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ ჯერსიში იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები მთელ შტატში იგრძნობოდა. სტიქიას ზიანი არ მოჰყოლია. მიწისძვრის გამო, რამდენიმე საათით შეფერხებული იყო ნიუ-იორკში აეროპორტების მუშაობა, ამ დროისთვის საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია.
