სტიქია ავსტრალიის აღმოსავლეთით
ავსტრალიის აღმოსავლეთით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, წყალდიდობაა. მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებენ. სიდნეიში სამაშველო სამუშაოები 72 ადგილზე ჩატარდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სტიქიის გამო, 100- ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ავიარეისი გადაიდო.
